ზიგმაგორა გიხმობს

წელი 2018  – ინტერნეტი, მობილური ტელეფონები, გეოლოკალიზაცია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები თითოეული ჩვენგანისათვის ურთიერთობის ახლებურ ჩვევებს აყალიბებენ და თავის მხრივ ისინიც ჩვენს ხელში მუდმივად ახლებურ გამოყენებას პოვებენ. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამ ცვლილებების მოწმე. მსოფლიოში მიმდინარე არარეგულირებული პროცესები (ეკონომიკური კრიზისები, კლიმატის ცვლა, მიგრაცია, ომები) ბიძგს აძლევს  ინდუსტრიალიზაციის ახალი სტადიის ჩამოყალიბებას, რაც ადამიანური საქმიანობის მასალის და სიმბოლური საქონლის კოდირებას გულისხმობს. ახლებურ მონაცემთა ეკონომიკა ინფორმატიკის გიგანტების მიერ არის მართული და  ელდორადოსავით ზღვა შესაძლებლობებს გვპირდება.

წელი 2052 – ოთხი ექსპერტი მომავლიდან კაცობრიობის მომავლის ამბავს გვიყვება. ისინი ხატავენ სურათს სადაც ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს და სრულად კონტროლებადია. ადამიანთა საქმიანობას ეფექტურად მართავს ხელოვნური ინტელექტი და ხალხის მშვიდ და მოწესრიგებულ ცხოვრებაზე ალგორითმული რაციონალურობა ზრუნავს. (უფრო მეტიც, ყველას ერთი და იგივე ისტორიულ ჭეშმარიტებებზე ესაუბრებიან).

ამ დისტოპიურ სამყაროში აღარაფერი დარჩენილა ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის, მონაცემთა დაგროვებისა და არაჩვეულებრივად უსაფრთხო და კონტროლებადი ქალაქის მიღმა. ადამიანებს აღარ შერჩათ გრძნობები, სიყვარულიც აღარსადაა. ზიგმაგორა ამ უემოციო სამყაროს მოწმე გამხდარა. იგი ამ ქალაქში იმ დროს ბრუნდება როდესაც ეს ყოველივე დაიწყო. ბრუნდება იმის გადასარჩენად რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. იგი თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან მისიას გაანდობს. ეს მისია ამ ქალაქში დაკარგული ემოციების აღმოჩენა და ძმობისა და ერთგულების, თანასწორობისა და თანაგრძნობის კვალის გაყოლაა.

ამ მისიის შესასრულებლად ქალაქში სახეტიალოდ გვიხმობენ. ეს მოგზაურობა დილემებითაა სავსე, რადგან ემოცია და გრძნობები ჩვენს არჩევანთანაა გადაჯაჭვული __ არჩევანთან, რომელსაც ადამიანებთან, ნივთებთან და ადგილებთან დაკავშირებით ვაკეთებთ. შევძლებთ კი ზიგმაგორას სამყაროს შეცვლას? და თუ შევძლებთ, რა მხრივ?

რა, სად და როდის?

„დადგი შენი ქალაქი“ არამარტო ქალაქის ციფრული კვლევაა, არამედ ემოციური მოგზაურობაა ადამიანთა ფასეულობებში.

 1. ინსტალაცია. აქ თქვენ ოთხ ექსპერტს შეხვდებით. ისინი 2052 წლის იმ ცივი და სრულყოფილად მოწყობილი საზოგადოების წევრები არიან, რომელიც მანქანებითა და ხელოვნური ინტელექტით იმართება. აქვე გაგაცნობენ თქვენს ამოცანას. იგი ამ დისტოპიური მომავლისათვის ცხოვრების დაბრუნებაში მდგომარეობს. ამისათვის თქვენ თქვენს ქალაქში კაცობრიობის კვალი უნდა აღმოაჩინოთ, შეაგროვოთ და მომავალში გაგზავნოთ.

 2. ქალაქში ხეტიალი. ოთხ ჯგუფად გადანაწილებულნი და თქვენი სმარტფონებითა და ყურსაცვამებით აღჭურვილნი ქალაქის ქუჩებს მიაშურებთ. ზიგმაგორას აპლიკაცია გაგიძღვებათ ოთხი გაჩერებისაკენ თქვენ უსმენთ ტექსტს, იღებთ ფოტოებს, ხვდებით უცნაურ პერსონაჟებს, ირჩევთ მუსიკას და წყვეტთ დილემებს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის მომავალში ისეთი ცნებები როგორებიცაა სიყვარული, იდენტობა, ჯანმრთელობა, თვალთვალი? თქვენი შეგროვებული მასალა და გაკეთებული არჩევანი მნიშვნელოვანია.

 3. თეატრი. თეატრში დაბრუნებულები ახალი დილემის წინაშე დადგებით… (თქვენივე თავის!)…

 

 

აირჩიე ქალაქი:

 

ნანსი,
საფრანგეთი

ნანსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრი

12 – 20 აპრილს, 2018 

კარლსრუე,
გერმანია

ბადენის შტატსთეატრი

ივნისი – ივლისი, 2018

თბილისი,
საქართველო

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  დრამატული თეატრი

სექტემბერი, 2018

ოსლო,
ნორვეგია

ნორვეგიის თეატრი

ივნისი,  2018

გახდი მონაწილე!

 

 1. შეიძინეთ ბილეთი ან პირდაპირ მიმართეთ თეატრებს;

 2. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Zigmagora

 

 

3. მობრძანდით და არ დაგავიწყდეთ თქვენი სმარტფონი და ყურსაცვამი.

 

ახალი ამბები

FILMING THE AUGMENTED

Actors, dramaturgs, artists and one director from three countries united in the ZKM | Center for Art and Media in Karlsruhe at the shooting of various sequences for our new app Zigmagora. Our partners Moritz Büchner and Andy Koch made it possible and were creating not...

WORKING WITHOUT BORDERS

As much as the digital is at the core of the production STAGE YOUR CITY, so it was in the whole development process.  Since October 2016 most work meetings took place on Google hangouts, connecting the partners in 4 cities -  Nancy, Karlsruhe, Tbilisi and Berlin. To...

RING THE DIGITAL

Virtual reality and augmented reality will support the 2018 RING Festival Nancy that is resolutely turned towards the digital age. This 6th edition presents an abundance of new, visual, sensory and interactive experiences. The artists that we invite you to discover...

პარტნიორები

 

3 ევროპული თეატრის კო პროდუქცია „დადგი შენი ქალაქი“ :

–    ნანსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრი, საფრაგეთი,

–    ბადენის შტატსთეატრი კარლსრუე, გერმანია

–    კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო

 

კო-პროდუქცია შეიქმნა ევროპის თეატრალურ კონვენციასთან  თანამშრომლობით, რომელმაც წარადგინა ევროპის თეატრალური ლაბორატორია „თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“. თეატრალური ლაბორატორია ევროგაერთიანების „შემოქმედებითი ევროპის პროგრამის“ მიერ არის თანადაფინანსებული.

პროექტის პარტნიორები:

-ZKM / მედიის და ხელოვნების ცენტრი, გერმანია

– მედიის და ხელოვნების ცენტრი, Prestige Film Karlsruhe, გერმანია

– ბრუნო კოჰენი, საფრანგეთი (მოწვეული ექსპერტი)

– კრის ზიგლერი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი / ხელოვნების, მედიის და ციფრული ტექნოლოგიების სკოლა, ამერიკა

–  კომპანია WANDIO, საქართველო